კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ექსკლუზივი – ავთო ებრალიძე: “საქართველოს ნაკრები ჩემი სიამაყე და დიდი ოცნებაა”

Image source: Avto Ebralidze facebook page

 

ქართველი თავდამსხმელი ავთო ებრალიძე გასულ ზაფხულს პორტუგალიის ჩემპიონატიდან რუმინეთში გადაბაგრდა და კარიერა „ვოლუნტარში“ გააგრძელა. 28 წლის შემტევმა ახალ გუნდში 10 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

თუმცა, მისი გუნდისთვის სეზონი წარუმატებლად მიმდინარეობს და 17 ტურის შემდეგ 8 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.

ავთოს კარიერის უმეტესი ნაწილი პორტუგალიაში აქვს გატარებული, სადაც „ლაგოსის“, „ჟუვენტუტეს“, „ოლივეირენსეს“, „ჟილ ვისენტეს“, „ვიზეუს“, „შავესისა“ და „ნასიონალის“ ღირსებას იცავდა.

საქართველოს ნაკრებში კი 2014-2016 წლებში სამჯერ უთამაშია, მაგრამ მას შემდეგ „ჯვაროსნების“ კარი მისთვის არ გაღებულა. Vbetnews-ი ებრალიძეს რუმინეთში დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

– პირველ რიგში როგორ ჩაიარა ახალ გუნდთან და ლიგასთან ადაპტაციამ?

– ადაპტაცია ჯერ არ დასრულებულა, სამი თვე აქ ვარ, შეკრება გუნდთან ერთად არ გამივლია, რაც დიდი დანაკლისია, თუმცა ადაპტაციას ნელ-ნელა გავდივარ და ცოტა მიჭირს შეჩვევა, მაგრამ ვნახოთ როგორ წარიმართება დროთა განმავლობაში.

რა არისვოლუნტარისწარუმატებლად თამაშის მთავარი მიზეზი და რა გეგმების აქვს, მოცემული სიტუაციიდან გამოსასვლელად?

– ჩვენი წარუმატებლობის სერია ჩემი აზრით, აისახება სტანდარტული მდგომარეობებიდან გაშვებული გოლებით, რადგან სტატისტიკურად რომ ავიღოთ, ბოლო თამაშები, რომლებიც ვერ მოვიგეთ, უმეტესად უკეთეს ფეხბურთს ვთამაშობდით, ბურთსაც უფრო ხშირად ვფლობდით, მაგრამ ჩვენი რეალური პრობლემაა სტანდარტულებიდან გაშვებული გოლი და ეს ყველამ იცის. უმეტესად თამაშები ასე წავაგეთ და სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ამაზე ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ გამოვასწოროთ. თუმცა, მეტოქეები ცდილობენ ამით ისარგებლონ და გამოიყენონ. აქვე ვიტყოდი იღბალს, რადგან ნამდვილად არ გვეკუთვნის ამ პოზიციაზე ყოფნა.

პირადად თქვენს თამაშს როგორ შეაფასებდით მიმდინარე სეზონში, რამდენმად ხართ კმაყოფილი და ყველაზე მეტად რა კომპონენტში გაქვთ მოსამატებელი?

– პირადად მე რაც შემეხება, მთლიანობაში 9 თამაში ჩავატარე რაც აქ ვარ, წინა მატჩი არ ჩამიტარებია, დანარჩენი ყველა ვითამაშე. ძალიან კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა, თავიდან სათანადო ფორმაში არ ვიყავი, ჩამოვედი თუ არა თამაში დავიწყე. მაგრამ ამას არაუშავს, პირიქით გამიხარდა, უბრალოდ გუნდის წარუმატებლობა ამ ეტაპზე ყველასთვის ცუდია და ინდივიდუალურადაც მოქმედებს, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება სად შეიძლება მოვუმატო, ამ მომენტისთვის ერთი გოლი და საგოლე პასი ჩემი აზრით ცოტაა, თუმცა, ეს ალბათ გუნდის ცუდი შედეგებითაცაა განპირობებული და იმედია მალე გამოსწორდება.

რა არის ის, რამაც რუმინეთის ჩემპიონატში გაგაკვირვათ?

– რუმინეთში ფეხბურთის დონეს პორტუგალიის შემდეგ არ გავკვირვებულვარ, პირიქით, მაგრამ არის რაღაცები, რაც კარგია. არის ფიზიკური ფეხბურთი, ხალხის კარგი დასწრება, ყველა თამაში ტელევიზორში გადაიცემა, არის სამი-ოთხი გუნდი, რომლებიც ლიდერობენ და მათ შორის „კლუჟი“, რომელიც ევროპა ლიგაზე თამაშობს. ალბათ, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი კარგი ჩემპიონატია.

რა განხსვავებაა პორტუგალიისა და რუმინეთის ჩემპიონატებს შორის?

– ცოტა რთული იყო პორტუგალიის მაღალი დონის ჩემპიონატიდან აქ წამოსვლა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ახლა გუნდს რთული პერიოდი აქვს. არამედ ადაპტაციის მხრივ. რა თქმა უნდა, უფრო დაბალი დონეა, სხვა სტილის ფეხბურთია, შეგუება უნდა, ამასთან ბევრი კარგი და მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს, მაგრამ ამას მთლიანობაში ვამბობ. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს ყველაფერს.

ხომ არ ფიქრობთ, იანვარში გუნდის შეცვლას?

– იანვრამდე ცოტა დრო დარჩა. ვნახოთ, როგორ წარიმართება დარჩენილი თამაშები რა თქმა უნდა, იყო წინადადებები სხვადასხვა გუნდებიდან, ვნახოთ, ამ მომენტში არ მინდა განხილვა, რომელი გუნდებია, მაგრამ ოფიციალურად თუ რამე იქნება, შემდეგ დადასტურდება.

თუ გქონდათ დაინტერესება გასულ ზაფხულს სხვა გუნდებიდან და რატომ აირჩიეთვოლუნტარი“?

– დიახ, გასულ ზაფხულში კონტრაქტი ამომეწურა. პორტუგალიიდან წასვლა მინდოდა, რადგან სხვა ჩემპიონატში თამაში მსურდა. თუმცა, ნამდვილად არ მქონდა გადაწყვეტილი რუმინეთში წამოსვლა, ეს მოხდა ჩემი ძველი კოლეგის დახმარებით, რომელმაც კარგი ინფორმაცია მომაწოდა და გადავწყვიტე რუმინეთში წამოსვლა. იყო რამდენიმე გუნდი, რომელიც შემეძლო ამერჩია, იყო ლოდინის რეჟიმიც, აგენტებს ვენდე, დიდი დრო მოუნდი დალოდებას და საბოლოოდ კი, ჩემით მივიღე გადაწყვეტილება, რომ ერთი სეზონი აქ მეთამაშა.

როგორი სიტუაციაა კლუბში და ვისთან გაქვთ გამორჩეულად კარგი ურთიერთობა?

– სიმართლე გითხრათ გუნდში რთული სიტუაციაა, ფინანსური პრობლემებია, ამბობენ, რომ მოგვარდება, მაგრამ ამ მომენტში პრობლემებია, ეს აისახება ფეხბურთელებზე, მათ მოტივაციაზე და ესეც შეიძლება ერთ-ერთი ფაქტორია ჩვენი წარუმატებლობის. გამორჩეული ურთიერთობა რამდენიმე ფეხბურთელთან მაქვს, არის ბულგარეთის ნაკრების ყოფილი მეკარე, ჩემი ძველი გუნდელი პორტუგალიიდან, რომელსაც ოპერაცია დასჭირდა და პორტუგალიაში დაბრუნდა. არის, სლოვენიელი თანაგუნდელიც და რამდენიმე რუმინელიც, მაგრამ მთლიანობაში ყველასთან კარგად ვარ.

საქართველოს ნაკრებზეც გკითხვათ. თუ ყოფილა სამწვრთნელო შტაბიდან დაინტერესება? და, რას ნიშნავს თქვენთვის ეროვნული ნაკრები?

– საქართველოს ნაკრებიდან სამწუხაროდ დაინტერესება არ ყოფილა, რაზეც ძალიან გული მწყდება, შარშანდელი სეზონიდან დაწყებული, როდესაც კარგფორმაში ვიყავი, ვიცოდი, რომ თვალს მადევნებდნენ და შეიძლებოდა ყოფილიყო გამოძახება, მაგრამ ეს არ მოხდა. იმედი მაქვს, მომავალში აუცილებლად მიმიწვევენ ნაკრებში. ჩემთვის საქართველოს ნაკრები, ისევე როგორ ყველა ფეხბურთელისთვის დიდი სიამაყეა, ეს ოცნებაა, საბედნიეროდ, მომიწია ნაკრებში მოხვედრა, მაგრამ ეს ჩემთვის კმაყოფილების ნიშანი არაა. პირიქით, კიდევ რაც შეიძლება ბევრჯერ მინდა მოვხვდე და დიდი სიამაყით საქართველოს სახელით გამოვიდე და ნაკრებს დავეხმარო.

 

ლევან კობიაშვილი: “ვლადიმერ ვაისი მარტის ჩათვლით ოფიციალურად არის ნაკრების მწვრთნელი”