კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეკატერინე წივწივაძემ Jr.NBA-ს მსოფლიო ჩემპიონატიში ასპარეზობა 1/4-ფინალურ ეტაპზე დაასრულა

Image source: gbf.ge

ეკატერინე წივწივაძემ და მისმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულეს. ამერიკის ქალაქ ორლანდოში მიმდინარე ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიო პირველობის 1/4-ფინალში ევროპა-შუა აზიის გაერთიანებულმა ნაკრებმა კანადასთან შეხვედრა 44:71 დათმო და ტურნირს გამოეთიშა.

ეს შეხვედრა ქართველ კალათბურთელისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე შედეგიანი იყო. ეკატერინემ 16:03 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 2 პასი, 1 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა.

ეკატერინე წივწივაძე და მისი ევროპა-შუა აზიის ნაკრები ორლანდოში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს – Positive Finish Game-ს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე წივწივაძე ევროპა-შუა აზრიის ნაკრებში გასულ მაის-ივნისში, იტალიაში გამართული ჯუნიორ ნბა-ს კემპზე შეარჩიეს.

წყარო – საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

 

როგორი სიზუსტე! ვაკო ყაზაიშვილმა ამ სეზონში მე-8 გოლი გაიტანა (ვიდეო)