კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეკატერინე გორგოძემ შვეიცარიაში 11-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა

ეკატერინე გორგოძე ტურნირის 1/16 ფინალშია

Image source: Jimmie48

 

შვეიცარიის ქალაქ ბელინცონაში მიმდინარე ტურნირზე ქართველმა ჩოგანმა ეკატერინე გორგოძემ 11-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

ქართველი ჩოგბურთელი ამ გამარჯვებით ტურნირის მე-2 წრეში, ანუ 1/16 ფინალში გავიდა. 2-საათიანი ბრძოლის შემდეგ, WTA-ის რეიტინგის 236-ე ქართველმა ჩოგანმა 2-სეტიანი მატჩი მოუგო WTA-ის რეიტინგის 244-ე ჩოგანს, ლიხტეინშტაინელ კატინკა ფონ დაიჰმანს – 7:6, 6:4.

1/16 ფინალში ეკატერინე 30 წლის იტალიელ მარტინა დი ჯუზეპეს შეხვდება.

 

 

წყარო – live.itftennis.com

 

 

 

 

 

 

“საბურთალოს” ყოფილმა კაპიტნის ეფექტური სადებიუტო გოლი უნგრეთიდან (ვიდეო)