კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეკატერინე გორგოძემ იბრძოლა, თუმცა ავსტრალიური ტურნირის ფინალში ვერ მოხვდა

Image source: Getty Images

 

ეკატერინე გორგოძემ ავსტრალიურ ბენდიგოში საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა ნახევარფინალურ ეტაპზე დაასრულა.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე იყო 22 წლის პოლონელი მაგდალენა ფრეჩი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 187-ე ადგილზეა. 28 წლის ქართველი (ერთეულთა თანრიგში რეიტინგი – 203) მეტოქესთან 2 სეტში (6:4, 6:3) დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ გორგოძე 25-ათასიან ტურნირზე საკმაოდ დამაჯერებლად გამოვიდა. 1/8-ფინალურ ერტაპზე მან ლუქსემბურგის წარმომადგენელი მენდი მინელა 2 სეტში (6:0, 7:5) დაამარცხა. მანამდე კი ავსტრალიელ მეტოქე ბელინდა ვოლკოკს 3 სეტში (3:6, 6:4, 7:6 [7:1]) მოუგო. 1/4 ფინალში გორგოძე სლოვაკ კრისტინა ცუკოვას დაუპირისპირდა და 2 სეტში (6:7, 3:6) გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ამავე ტურნირის წყვილთა თანრიგში ეკო უნგრელ მეწყვილე რეკა-ლუკა იანთან ერთად ისევ 1/2-ფინალში დამარცხდა.

 

წყარო – itftennis.com

დასანანი მარცხი ბოლო წუთზე. საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა რუმინეთთან პირველი მატჩი დათმო