კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

EJU-მ ევროპის ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ძიუდოისტთა პრაღის ევროპის ჩემპიონატი არ გაუქმდება

Image source: geonoc

 

ევროპის ძიუდოს კავშირის (EJU) ხელმძღვანელის სერგეი სოლოვეიჩიკის განცხადებით, ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ჩეხეთის დედაქალაქმა პრაღამ 19-21 ნოემბერს უნდა უმასპინძლოს, კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამო არ გადავადდება.

“ევროპაში, კერძოდ კი ჩეხეთში შექმნილი რთული მდგომარეობის მიუხედავად, რამაც დაინფიცირების ახალი ტალღა გამოიწვია, EJU-ს აღმასრულებელმა საბჭომ ევროპის ჩემპიონატის ჩატარება გადაწყვიტა”, – ნათქვამია EJU-ს განცხადებაში.

EJU-ის ხელმძღვანელი ასევე ირწმუნება, რომ ძიუდოს ევროპის კავშირი და ჩეხეთის ძიუდოს ფედერაცია, სამუშაო ჯგუფთან ერთად, მზად არიან ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

 

წყარო – geonoc.org.ge

 

 

 

 

 

მერაბ შარიქაძე: “აუცილებლად გამოვასწორებთ იმას, რაც შოტლანდიასთან მატჩში არ მოგვეწონა”