კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ედინსონ კავანი რასისტული სიტყვის გამო მკაცრად დასაჯეს

კავანი დასაჯეს

Image source: Getty images

 

„მანჩესტერის“ თავდამსხმელი ედინსონ კავანი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა ინსტაგრამში მეგობრის მიმართ სიტყვა „ნეგრიტო“ გამოიყენა, რაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ რასიზმის გამოვლინებაში ჩაუთვალა.

კავანიმ „საუთჰემპტონთან“ რამდენიმე ტურის წინ გამარჯვების გოლი გაიტანა და მატჩის შემდეგ ერთ-ერთ მეგობარს ინსტაგრამში მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა: „მადლობა, ნეგრიტო“.

ამ სიტყვის გამო კავანი „მანჩესტერს“ „ასტონ ვილასთან“, ლიგის თასზე „მანჩესტერ სიტისთან“ და ასოციაციის თასზე „უოტფორდთან“ მატჩებში ვერ დაეხმარება. გარდა ამისა, ურუგვაელი ჯარიმის სახით 110 ათასი გირვანქა სტერლინგს გადაიხდის.

 

 

წყარო – Manchester United

 

ცნობილია გორის “დილას” ახალი მწვრთნელი, რომელიც უკრაინელია