კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ძიუდოს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სამმა ქართველ სპორტსმენმა მედლის მოპოვება შეძლო

ქართველი ძიუდოისტების წარმატებული სტარტი

Image source: საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ფეისბუკ გვერდი

 

გუშინ, ხორვატიის ქალაქ პორეცში სტარტი აიღო ძიუდოს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. ტურნირის პირველივე დღეს სამმა ქართველ სპორტსმენმა მედლის მოპოვება შეძლო.

-60კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თემურ ნოზაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ამავე წონაში ჯაბა პაპინაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. -66კგ ნაკრებს მესამე მედალი მოუტანა ბაგრატ ნინიაშვილმაც – ბრინჯაოს მედალი (-66კგ).

-66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი თუთაშვილმა სამწუხაროდ ადრეულ ეტაპზე დაასრულა ასპარეზობა.

დღეს კი საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით გამოვა:

81კგ – ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი

90კგ – ლუკა მაისურაძე

100კგ – ონისე სანებლიძე

+100კგ – გელა ზაალიშვილი

ორთაბრძოლები 13:00 საათზე, ფინალური ბლოკი კი 19:45 საათზე დაიწყება.

 

 

წყარო – საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

 

 

 

 

 

ქართველი სუმოისტის პირველი და ურთულესი გამარჯვება (ვიდეო)