კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ძალოსნობის ფედერაცია ლაშა ტალახაძის მიმართ ცრუ ბრალდებას გამოეხმაურა

Image source: Georgian Weightlifting Federation

 

საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც გერმანელი ჟურჯნალისტის, ჰაგო სეპელტის მიერ რამდენიმე დღის წინ დამზადებულ დოკუმენტურ ფილმს გამოეხმაურა.

განცხადებას წარმოგიდგენთ უცვლელად:

“მსურს გამოვეხმაუროთ რამდენიმე დღის წინ გერმანელი ჟურჯნალისტის, ჰაგო სეპელტის მიერ დამზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც ქართველი ძალოსანის, ლაშა ტალახაძის მიმართ ცრუ ბრალდება გაჟღერდა.
თავდაპირველად მსურს ჟურნალისტიკის მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო. მოგეხსენებათ, რომ მედია უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს და ფართო აუდიტორიამდე მიწოდებულ მასალას არგუმენტირებულად ასაბუთებდეს. სამწუხაროდ ჰაგო სეპელტმა ყოველგვარი დასაბუთებული არგუმენტების და ფაქტების იგნორირების ხარჯზე საზოგადოებას მიაწოდა აღმაშფოთებელი საკითხი, რომ თითქოსდა ლაშა ტალახაძეს არასოდეს ჩაუბარებია არასაშეჯიბრო სინჯები რიოს ოლიმპიადამდე რაც აბსოლუტური სიცრუეა და რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც რა თქმა უნდა მოგვეპოვება, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ.
ვარ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი. მქონდა პატივი პირადად გამეცა აკრედიტაციები გერმანელი ჟურნალისტების ჯგუფისთვის გრიტ ჰარტმანის ხელმძღვანელობით. მახსოვს ის დღე, როდესაც ეს ქალბატონი შემოვიდა აკრედიტაციის ოთახში და აკრედიტაციების მიწოდებასთან ერთად შევთავაზე დახმარება ნებისმიერი ადექვატური თხოვნის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ გრიტ ჰარმანს რაიმე დოკუმენტაცია სჭირდებოდა ან კითხვა ჰქონდა ამის კიდევ ერთი კომფორტული შანსი ჰქონდა, როდესაც პატაიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ვიმყოფებოდით და სადაც ჩვენი გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო – არცერთი გერმანელი ჟურნალისტი არასოდეს მიახლოვებია ლაშა ტალახაძეს ან სხვა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ოფიციალურ წარმომადგენელს საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
მაინტერესებს გავიგო რა იყო ამ შოუს დადგმის მიზანი, რას ემსახურებოდა ეს ყოველივე? ფართო აუდიტორიაზე მანიპულირებას?
ლაშა ტალახაძე გთავაზობთ ADAMS ჟურნალის ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მარტივი და ეფექტური რესურსი იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ხაზგასმულია თარიღები 2015-2016 წლებში სწორედ არასაშეჯიბრო სინჯების შეგროვების პერიოდი. როდესაც ARD- მა განაცხადა, რომ ლაშა ტალახაძე არ შემოწმებულა ვარჯიშების პერიოდში.
”იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია საკმარისია იმის გასაგებად თუ რამდენად დიდია სინჯების აღების სიხშირე. “მსურს ყველაფერი საუკეთესოს ვუსურვო ჩემს თანამებრძოლებს ტოკიო 2020-ის გზაზე. ” – ლაშა ტალახაძე

ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ჰერ ჰაგო სეპელტს ეყოფა გამბედაობა გადახედოს თავის დამადანაშაულებელ განცხადებებს ჭეშმარიტებისა და ეთიკური პრინციპების დაცვის მიზნით. საქართელოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან.

დავით ყიფშიძე
საქართელოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი.”

წყარო – Georgian Weightlifting Federation

გორის “დილა” მალავის ნაკრების ნახევარმცველს დაიმატებს