კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დუდა სანაძის სერბულმა კლუბმა ადრიატიკის ლიგა მარცხით დაასრულა (ვიდეო)

დუდა სანაძის გუნდმა ციბონასთან მარცხი განიცადა

Image source: gbf.ge

 

დუდა სანაძის “ბორაც ჩაჩაკმა” ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში, 26-ე ტურში ზაგრების “ციბონას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 77:82 წააგო.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სერბული კლუბის სასტარტო ხუთეულში იყო და 24:32 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 4-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო. დუდას სარგებლიანობის კოეფიციენტი 10-ს გაუტოლდა.

“ბორაცმა” 8 მოგება და 18 მარცხი მოაგროვა და ადრიატიკის ლიგის მიმდინარე სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა. აღვნიშნოთ, რომ სანაძე “ჩაჩაკს” სწორედ ამ სეზონის მიმდინარეობისას შეუერთდა.

 

 

 

 

წყარო – kkborac.rs

 

 

 

 

 

 

უეფას Hat-Trick-ის პროგრამის დაფინანსებით ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა