კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დუდა სანაძის დახმარებით “ოლივეირენშემ” მე-9 გამარჯვება მოიპოვა

Image source: Oliveirense Basquetebol Facebook

 

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-13 ტურში დუდა სანაძისოლივეირენშემ” საკუთარ მოედანზე “გალიტოსს” უმასპინძლა და 85:78 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. სანაძემ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, 28:53 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ოლივეირენშეს13 ტურში 9 მოგება აქვს და გათამაშების მე-4 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას დუდას გუნდი 29 დეკემბერს, შინ “ოვარენშეს” წინააღმდეგ გამართავს.

წყარო – Oliveirense Basquetebol

“ნაპოლიმ” ისევ ყურადღება გიორგი ჩაკვეტაძეზე გადმოიტანა. ტრანსფერი იანვარში იგეგმება