კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დუდა სანაძის 10 ქულა და მარცხი ჩემპიონატის ლიდერთან

Image source: Duda Sanadze Instagram

 

დუდა სანაძისოლივეირენშე” პორტუგალიის საკალათბურთო ჩემპიონატში ლიდერ “პორტუს” შეხვდა და 10 ქულის სხვაობით 71:81 დამარცხდა.

ქართველმა ლეგიონერმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 30:25 წუთი გაატარა. მისმა მონაგარმა 10 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი შეადგინა.

7 მოგებითა და 2 მარცხით სანაძის გუნდი მე-3 ადგილზე დაქვეითდა, არადა გამარჯვების შემთხვევაში ლიდერთან გათანაბრება შეეძლო. მომდევნო ტურში, 1 დეკემბერს, “ოლივეირენშე” მეორე ადგილზე მყოფ “სპორტინგს” დაუპირისპირდება.

წყარო – Oliveirense Basquetebol

“ლივერპული” 7000 ადგილის დამატებას გეგმავს. როგორი იქნება “ენფილდი” რეკონსტრუქციის შემდეგ? (ფოტო)