კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

დსთ-ს ტოპ-5 ყველაზე ძვირადღირებული მცველები

მოსკოვის ლოკომოტივის ქართველი მცველი სოლომონ კვირკველია

Image source: sport-express.ru

 

ფეხბურთი ყოველთვის იცვლება, ასევე იცვლება ფეხბურთელების ფასებიც. sportclub.ru-მ დსთ-ს ქვეყნების ყველაზე ძვირადღირებული 5 საუკეთესო მცველი დაასახელა. მე-4 ადგილზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი სოლომონ კვირკველიაა, მისი სატრანსფერო ფასმა კი 6,5 მილიონი ევრო შეადგინა.

“ქართველი თითქმის მთელი თავის კარიერა რუსეთის პრემიერ-ლიგაში გაატარა, თავი გამოიჩინა თავის გამოსვლებით ყაზანის “რუბინისა” და მოსკოვის “ლოკომოტივის” შემადგენლობებში, ამ სეზონში კვირკველიამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, ასევე ბოლო წლებში მას კონკურენტებიც გამოჩნდნენ. ჭორების თანახმად “ლოკოს” ხელმძვანელობას მისი გაყიდვა სურს და ფულის შოვნა, რაც არც თუ ისე სწორი გადაწყვეტილებაა” , – დაწერა სოლომონზე რუსულმა გამოცემამ.

 

ყველაძვირადღირებული მცველების ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  1. მარიო ფერნანდესი (ცსკა, რუსეთი) და ოლეკსანდრ ზინჩენკო (მანჩესტერ სიტი, უკრაინა) – 24 მილიონი ევრო
  2. ვიტალი მიკოლენკო (კიევის დინამო, უკრაინა) – 9 მილიონი ევრო
  3. იაროსლავ რაკიცკი (ზენიტი, უკრაინა) და გიორგი ჯიქია (სპარტაკი, რუსეთი) – 8 მილიონი ევრო
  4. სოლომონ კვირკველია (მოსკოვის ლოკომოტივი, საქართველო) – 6,5 მილიონი ევრო
  5. ვიაჩესლავ კარავაევი (ზენიტი, რუსეთი) – 5,5 მილიონი ევრო

 

 

წყარო – sportclub.ru

 

 

ზვიად მაისურაძე: “სპორტსმენობამ ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა”