კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დრამატული მატჩში თურქეთში, “ლაიპციგის” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება

ლაიპციგმა თურქეთში მოიგო

Image source: UEFA Champions League

 

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში H ჯგუფში ძალიან საინტერესო თამაში გაიმართა. თურქეთში „ბაშაკშეჰირმა“ გერმანულ „ლაიპციგს“ უმასპინძლა და ძალიან დრამატული მატჩი გამოდგა.

გერმანელებმა ძალიან კარგად დაიწყეს პირველ ტაიმში პოულსენისა და მუკიელეს გოლებით 2:0 დაწინაურდნენ. თუმცა, 45-ე წუთზე ირფან კაჰვეჩიმ ულამაზესი გოლი გაიტანა და სხვაობა შეამცირა.

მეორე ნახევარში დანი ოლმომ სხვაობა ორამდე გაზარდა და „ლაიპციგმა“ გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. თუმცა, „ბაშაკშეჰირის“ შემადგენლობაში ირფან კაჰვეჩი ბრწყინავდა. მან ჯერ სხვაობა შეამცირა კიდევ ერთი ეფექტური გოლით, ხოლო შემდეგ ულამაზესი საჯარიმო დარტყმა გაიტანა და ანგარიში 85-ე წუთზე გაათანაბრა. მიუხედავად ამისა, „ლაიპციგმა“ მოიგო, სორლოთმა მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ლაიპციგმა“ 9 ქულა დააგროვა და ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს, ხოლო „ბაშაკშეჯირს“ 3 ქულა აქვს და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა.

„ბაშაკშეჰირი“ – „ლაიპციგი“ 3:4

გოლები: 0:1 პოულსენი (26), 0:2 მუკიელე (43), 1:2 კაჰვეჩი (45), 1:3 დანი ოლმო(66), 2:3 კაჰვეჩი (72), 3:3 კაჰვეჩი (85), 3:4 სორლოთი (90)

 

 

წყარო – Champions League

 

ლებრონ ჯეიმსმა “ლეიკერსთან” ახალი ძვირდაღირებული კონტრაქტი შეათანხმა