კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დრამა ესპანეთის სუპერთასზე: “ბარსელონამ” “ატლეტიკოსთან” საოცარი თამაში წააგო (ვიდეო)

Image source: Standard Sport

 

ესპანეთის სუპერთასის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა „ბარსელონასა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის გაიმართა. შეხვედრა ძალზე საინტერესო, სანახაობრივი და დრამატული გამოდგა.

ანგარიში მეორე ტაიმის პირველივე წუთზე კოკემ გახსნა და „ატლეტიკო“ დაწინაურდა. შემდეგ კი, „ბარსელონას“ ჯერი დადგა, რომელმაც ლიონელ მესისა და ანტუან გრიზმანის გოლებით წინ გასვლა შეძლო.

ერნესტო ვალვერდეს გუნდი ფინალთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მატჩის ბოლო 10 წუთი კულმინაციური გამოდგა და „როხიბლნაკომ“ პატარა სასწაული ჩაიდინა.

ალვარო მორატამ პენალტით გაათანაბრა, რასაც ბოლო წუთზე ანხელ კორეას გამარჯვების გოლი მოჰყვა. შედეგად, „ბარსელონამ“ პრაქტიკულად მოგებული შეხვედრა წააგო და ქომაგები „ელ კლასიკოს“ გარეშე დატოვა.

სამაგიეროდ, ესპანეთის სუპერთასის ფინალში მადრირული დერბი გაიმართება, „რეალი“ – „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ.

„ბარსელონა“ – „ატლეტიკო“ 2:3

გოლები: 0:1 კოკე (46), 1:1 მესი (51), 2:1 გრიზმანი (62), 2:2 მორატა (81, პენ), 2:3 კორეა (86)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

მესის და ჟოაო ფელიქსის დაპირისპირება (ვიდეო)