კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

„დორტმუნდმა“ „სევილია“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

Image source: uefa.com

 

ჩემპიონთა ლიგის დღის მეორე შეხვედრაში ესპანურმა „სევილიამ“ „დორტმუნდს“ უმასპინძლა და 2:3 წააგო.

ანგარიში მასპინძლებმა მე-7′ წუთზე სუსოს გოლით გახსნეს. თუმცა, შემდეგ უპირატესობა სტუმრებმა მოიპოვეს და პირველივე ტაიმში 3 გოლი გაიტანეს. ანგარიში დაუდმა ულამაზესი გოლით გაათანაბრა, შემდეგ კი ერლინგ ჰოლანდმა შეძლო დუბლის შესრულებმა. ნორვეგიელ ფორვარდს ჩემპიონთა ლიგაზე საოცარი შედეგი აქვს და 13 მატჩში 18 გოლის გატანა მოასწრო, მათ შორის 8 მიმდინარე სეზონში მიითვალა. „სევილიამ“ 84′-ე წუთზე ლუკ დე იონგის ზუსტი დარტყმით შეძლო სხვაობის შემცირება, მაგრამ ესპანური კლუბი დამარცხდა და საპასუხო შეხვედრის წინ „დორტმუნდმა“ სერიოზული უპირატესობა მოიპოვა.

ეს გუნდები ერთმანეთს გერმანიაში, 9 მარტს დაუპირისპირდებიან.

 

 

 

წყარო – uefa.com

 

 

 

 

 

 

„პორტუმ“ „იუვენტუსს“ მოუგო და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა (ვიდეო)