კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“დორტმუნდმა” ჰოლანდის საოცარი თამაშით “პსჟ” დაამარცხა – ნორვეგიელი დაუნდობელია (ვიდეო)

Image source: Champions League

 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დორტმუნდის „ბორუსიამ“ „პსჟ“-ს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა მეტად დიდ ინტერესს იწვევდა და მოლოდინი გაამართლა. განსაკუთრებით კი, მეორე ტაიმმა, რომელიც მართლაც კარგი სანახავი გამოდგა.

გერმანული გუნდის რიგებში კი, ისევ შეუდარებელი იყო 19 წლის ერლინგ ჰოლანდი, რომელმაც მორიგი გოლები გაიტანა! ნორვეგიელმა ანგარიში 69-ე წუთზე ახლო მანძილიდან გახსნა, რასაც ნეიმარმა მალევე უპასუხა და წონასწორობა აღადგინა.

მიუხედავად ამისა, „დორტმუნდმა“ მაინც მოიგო, რადგან ნეიმარის გოლიდან ორ წუთში ჰოლანდმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და საჯარიმოს მისადგომებიდა ფრანგების კარი გახვრიტა. ერლინგმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-10 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში რობერტ ლევანდოვსკის დაეწია.

„დორტმუნდმა“ კი მისი საოცარი თამაშის წყალობით ფავორიტად შერაცხული „პსჟ“ დაამარცხა, თუმცა ცხადია, მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა საფრანგეთში გაირკვევა.

„დორტმუნდი“ – „პსჟ“ 2:1

გოლები: 1:0 ჰოლანდი (69), 1:1 ნეიმარი (75), 2:1 ჰოლანდი (77)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

ჩემპიონთა ლიგა განახლდა – “ატლეტიკომ” “ლივერპულს” აჯობა(ვიდეო)