კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“დორტმუნდმა” დიდი ანგარიშით მოიგო, სანჩომ ჰეთ-თრიქი შეასრულა (ვიდეო)

დორტმუნდმა პადერბორნი გაანადგურა

Image source: Dortmund Borussia

 

გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში დორტმუნდის „ბორუსია“ „პადერბორნს“ ესტუმრა, რომელიც ბოლო ადგილზეა და როგორც მოსალოდნელი იყო, ადვილად მოიპოვა დაგეგმილი სამი ქულა.

ჯეიდონ სანჩო იყო საუკეთესო, რადგან სამი გოლი გაიტანა და ამერიკაში მოკლულ ჯორჯ ფლოიდს მიუძღვნა – სამართლიანობა ჯორჯ ფლოიდისთვის.

თითოჯერ თავი ტორგან აზარამა, აჩრაფ ჰაკიმიმ და მარსელ შმელცერმა გაიტანეს. „დორტმუნდი“ მეორე ადგილზეა და მიუნხენის „ბაიერნს“ 7 ქულით ჩამორჩება, თუმცა სეზონის დასრულებამდე მხოლოდ 5 ტურია დარჩენილი.

„პადერბორნი“ – „დორტმუნდი“ 1:6

გოლები: 0:1 აზარი (54), 0:2 სანჩო (57), 1:2 ჰუნემაიერი (72, პენ), 1:3 სანჩო (74), 1:4 ჰაკიმი (85), 1:5 შმელცერი (89), 1:6 სანჩო (90)

 

 

წყარო – Bundesliga.com

 

“რომა” ახალგაზრდებს აკვირდება, მათ შორის ჩაკვეტაძე კარგი ვარიანტია