კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

დონარუმამ თავის ახალ კლუბთან კონტრაქტი შეათანხმა

ჯანლუიჯი დონარუმა

დონარუმას ახალი კლუბი სავარაუდოდ “მადრიდის რეალი” იქნება.

მილანის” ახალგაზრდა გოლკიპერმა ჯანლუიჯი დონარუმამ, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ იტალიური კლუბის მიმზიდველ შეთავაზებაზე უარი თქვა, საკუთარი კონტრაქტი მადრიდის “რეალთან” შეათანხმა.

SportItalia-ს ცნობით მინო რაიოლა ახალ კლუბში საკუთარი კლიენტის გადაყვანას ამ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე აპირებს.  დონარუმას გადასვლის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ევრო იქნება.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “მილანის” ახალი მესაკუთრე იონჰონ ლინი დონარუმას გაშვებას აპირებს და 18 წლის ფეხბურთელი შემდეგ სეზონს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს, ან შეუერთდება ახალგაზრდულ გუნდს, რომლის მთავარი მწვრთნელია ჯენარო გატუზო.