კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დომინიკ ტიმი რაფაელ ნადალის წინააღმდეგ. დღეს როლან გაროსის ფინალია

როლან გაროსის” ფინალში რაფაელ ნადალი თავის მე-12 ტიტულს გაათამაშებს, დომინიკ ტიმი კი დიდი შლემის პირველი ტიტულის მოპოვებას შეეცდება.

ურთიერთშეხვედრებში 33 წლის ესპანელი ლიდერობს – 8-4. მაგრამ ყველა თავისი 4 გამარჯვება 25 წლის ავსტრიელმა თიხის საფარზე მოიგო, აქ კი ნადალი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.

საფრანგეთის ღია პირველობაში ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს მეოთხედ ხვდებიან. წინა შეხვედრებში ტომს არცერთი პარტია არ აუღია.

ტიმისა და ნადალის დაპირისპირება დღეს წინასწარი ინფორმაციით 17:00 საათზე დაიწყება. ტურნირის საპრიზო ფონდი 42 661 000 ევროს შეადგენს.

პოგბა თუერქეთთან მარცხის შესახებ: “არ მახსოვს ბოლოს ასე ცუდად როდის გვითამაშია”