კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

დმიტრი სელიუკი: “”რუბინი” ხვიჩას სამ კაპიკად არ დათმობს”

რუსი აგენტი ხვიჩა კვარაცხელიაზე

Image source: რუბინის პრესსამსახური

 

საფეხბურთო აგენტმა დმიტრი სელიუკმა sportsdaily-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას გერმანულ გუნდში მიწვევის თაობაზე ისაუბრა. მასზე რუსულ მედიაში ძალიან ბევრს წერენ. ახალგაზრდა ქართველ ლეგიონერს სხვადასხვა ევროპულ გრანდს უკავშირებენ და მის პოტენციალზე საუბრობენ.

“არ ვფიქრობ, რომ “რუბინი” მას გაუშვებს. ვფიქრობ, ხვიჩა ერთადერთია, რომლის კლუბს მიათრევს. ის კარგად გაიხსნა და რა თქმა უნდა ეს სლუცკის დამსახურებაა. ხვიჩა ნიჭიერი ფეხბურთელია, ვფიქრობ, ამ სეზონში ის ყაზანში დაასრულებს.

სირთულეები ევროპაში გადასვლისას? მე ვერ ვხედავ. ხვიჩა, როგორც ვიცი, მშრომელი ბიჭია, ცდილობს უფრო მაღალ საფეხურზე დადგეს, მას დადებითი მენტალიტეტი აქვს. ჩემი აზრით ეს ჭორები “ფეიკებია”. ყველამ უნდა გაიგოს, რომ “რუბინი” ხვიჩას სამ კაპიკად არ დათმობს. ყაზანელები ბევრს მოითხოვენ, ის “რუბინისთვის” სისტემის მაფორმირებელი მოთამაშეა”, – განაცხადა სელიუკმა.

რუსული პრემიერ-ლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩამ 13 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

 

წყარო – sportsdaily.ru

 

 

 

 

 

ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მესამედ საუკეთესოდ აღიარეს (ფოტო)