კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“დინამოს” მეორე ადგილი ბერლინში – იაშვილი და ლომაია საუკეთესოებად აღიარეს

Image source: fupa.net

 

ბერლინში დასრულდა ლეგენდების ტურნირი, რომელშიც 7 გერმანულ გუნდთან ერთად „დინამო თბილისი“ მონაწილეობდა და მეორე ადგილის დაკავება მოახერხა.

ქართველებმა ჯგუფურ ეტაპზე 6 ქულა მოიპოვეს და ნახევარფინალში პირველი ადგილით გავიდნენ. „ლევერკუზენთან“ 4:2 მოგებისა და „დორტმუნდთან“ 2:3 წაგების შემდეგ „დინამომ“ გადამწყვეტ შეხვედრაში „შალკე“ 6:3 დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა.

ნახევარფინალში თბილისელებმა ბრემენის „ვერდერს“ ადვილად, 5:2 აჯობეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. თუმცა, სატიტულე შეხვედრა მასპინძელ ბერლინის „ჰერტასთან“ 2:5 წააგეს და საბოლოოდ ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულეს.

„დინამოს“ რიგებში ტურნირზე ყველაზე შედეგიანი ალექსანდრე იაშვილი იყო, რომელმაც 8 გოლი გაიტანა, ხოლო კახა კალაძის ანგარიშზე 6 გოლია. ორჯერ შეძლო მეტოქეების დამწუხრება ოთარ მარცვალაძემ, ლევან ცქიტიშვილმა, ლაშა სალუქვაძემ და დავით კვირკველიამ თითო გოლი გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე იაშვილი 8 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა, ხოლო გიორგი ლომაია საუკეთესო მეკარედ აღიარეს.

 

 

ცნობილი გერმანელი ფეხბურთელისა და ქართველი მოთამაშის ჩხუბი ლეგენდების ტურნირზე (ვიდეო)