Image source: Neman.by
„დინამო თბილისის“ ახალწვეულმა, ზორან მარუშიჩმა კლუბის ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა. 27 წლის სერბი ფეხბურთელის განცხადებით, ბედნიერია, რომ აქ იმყოფება და დიდი მიზნები აქვს.
„პირველად „დინამო თბილისის“ შესახებ დიდი ხნის წინ გავიგე. მაშინ ეს გუნდი ევროპის ლიგის გათამაშებაში ბელგრადის „ცხრვენა ზვეზდას“ შეხვდა. მე სერბი და რამდენიმე მეგობარს დავეკითხე აზრი და მითხრეს, რომ ეს შანსი ხელიდან არ გამეშვა. ასე რომ, ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. რაც შეეხება ემოციებს, ყველაფერი საუკეთესოდაა, როდესაც ჩამოვედი და ვნახე აქაურობა, ყველაფერი შესანიშნავადაა. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიაკციო ეტაპზე გამოსვლა საკმაოდ მაღალი დონეა, რომელიც ყოველი ეტაპის გავლის შემდეგ მატულობს. ეს ფეხბურთია და ყველაფერია შესაძლებელი. ჩემპიონატს რაც შეეხება, უმთავრესი ტიტულის მოგობეაა, ჩემთვის ეს პირველად მოხდება“ – თქვა მარუშიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ზორან მარუშიჩმა „დინამო თბილისთან“ 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის შარშან ბელარუსის „ნემანში“ თამაშობდა და 27 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
📢📹 ჩვენი გუნდის სერბი ახალწვეულის – ზორან მარუშიჩის პირველი ემოციები #ესდინამოა #FCDT #preseason #ZoranMarusic
Posted by FC Dinamo Tbilisi on კვირა, 17 იანვარი, 2021
წყარო – FC Dinamo Tbilisi
ვიდეობი
ფოტოები