კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“დინამომ” თურქეთში მორიგი თამაში წააგო

Image source: FC Dinamo Tbilisi

 

თურქეთში შეკრებაზე მყოფი „დინამო თბილისი“ ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. კახა ჩხეტიანის გუნდმა მესამე ამხანაგური თამაში ჩაატარა და კვლავ დამარცხდა.

ამჯერად მეტოქე კრაკოვის „ვისლა“ იყო და შეხვედრა ძალზე დაძაბული გამოდგა. პოლონელები მე-60 წუთზე ბუკსას გოლით დაწინაურდნენ, რასაც თორნიკე კაპანაძემ პენალტით უპასუხა, მაგრამ ასევე პენალტით იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ ანგარიში 2:1 გახადა.

86-ე წუთზე მექვაბიშვილმა კიდევ ერთხელ შეძლო ანგარიშის გათანაბრება. მიუხედავად ამისა, „დინამო“ მაინც დამარცხდა, რადგან და სილვამ ბოლო წუთზე მესამედ დალაშქრა თბილისელთა კარი.

შეგახსენებთ, რომ შეკრებაზე „დინამო“ მანამდე „ვოლუნტარისთან“ (1:3) და „არდასთან“ (2:3) დამარცხდა.

„დინამო“ – „ვისლა“ 2:3 (0:0)

გოლები: 0:1 ბუკსა (60), 1:1 კაპანაძე (66, პენ), 1:2 ბლაშჩიკოვსკი (71, პენ), 2:2 მექვაბიშვილი (86), 2:3 და სილვა (90)

 

 

ლევან მაისაშვილმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის სამატჩო შემადგენლობა დაასახელა (ფოტო)