კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დინამოელები რექსემში 20-კაციანი შემადგენლობით ბოლო ვარჯიშს გამართავენ

დინამოელები ბრიტანეთში იმყოფებიან

Image source: dinamo-tbilisi ფეისბუკ გვერდი

 

თბილისის “დინამოს” ფეხბურთელები ლივერპულში ჩაფრინდნენ, გეზი ჩესტერისკენ აიღეს და სასტუმრო “ქარდენ პარკში” დაბინავდნენ. ქართული გუნდის ფეხბურთელები დღეს საღამოს რექსემში, “რეისქურს გრაუნდზე” მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ.

დინამოელები ბრიტანეთში 20 ფეხბურთელით იმყოფებიან: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ნოდარ იაშვილი, როდნი კლოუსტერი, საიმონ ბენიო, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, გიორგი პაპავა, გიორგი კუხიანიძე, ანზორ მექვაბიშვილი, ბაქარ ქარდავა, გიორგი ზარია, გიორგი კუცია, ფილიპ ორშულა, ნოდარ ქავთარაძე, ირაკლი ბუღრიძე, პერნამბუკუ, გიორგი გაბედავა და თორნიკე კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში “დინამო” უელსურ “კონას კი ნომადს21:00 საათზე დაუპირისპირდება.

 

 

 

წყარო – FC Dinamo Tbilisi