Image source: FC Dinamo Tbilisi
„დინამო თბილისმა“, რომელიც თურქეთში შეკრებაზე იმყოფება, პირველი ამხანაგური თამაში ჩაატარა. გიორგი ნემსაძის გუნდი სერბეთის „რადნიკს“ შეხვდა და მარცხი განიცადა.
მატჩი დაძაბული გამოდგა, ხოლო მისი ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც ზორან დანოსკიმ გაიტანა და შეხვედრა სერბების გამარჯვებით დასრულდა.
„დინამო თბილისი“ თურქეთში 12 თებერვლამდე დარჩება, მომდევნო ამხანაგური თამაში კი 26 იანვარს, სერბული „რადნიკის“ წინააღმდეგ აქვს.
„დინამო თბილისი“ – „რადნიკი“ 0:1
წყარო – FC Dinamo Tbilisi
ვიდეობი
ფოტოები