კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“დინამო თბილისმა” წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთე თამაში წააგო

Image source: WPC Dinamo Tbilisi

 

„დინამო თბილისმა“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი თამაში ფრანგული „მარსელის“ წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარა და დამარცხდა.

მასპინძლებმა სოლიდური უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, რისი მეშვეობითაც გამარჯვება არ გასჭირვებიათ. აღსანიშნავია, რომ „მარსელმა“ ქართულ გუნდს ყველა პერიოდში აჯობა, რამაც ანგარიშში საგრძნობი სხვაობა შექმნა (17:7).

„დინამოსთვის“ ეს ჩემპიონთა ლიგაზე მე-5 მარცხია და B ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში კი 4 დეკემბერს „ჰანოვერს“ უმასპინძლებს.

„მარსელი“ – „დინამო“ 17:7 (5:1, 5:2, 3:2, 4:2)

გოლები: 1:0 ბლარი (08:00), 2:0 კრუსილატი (04:57), 3:0 კრუსილატი (04:11), 3:1 მაგრაქველიძე (03:42), 4:1 ვუკიჩევიჩი (02:37), 5:1 დურდიჩი (00:15), 6:1 სცეპანოვიჩი (07:33), 7:1 დურდიჩი (06:36), 7:2 იმნაიშვილი (04:22), 8:2 კოვაჩევიჩი (03:53), 9:2 ოლივონი (03:14), 10:2 მარიონ-ვერნუ (02:10), 10:3 იელაჩა (00:32), 11:3 კრუსილატი (06:32), 12:3 კამარასა (05:12), 12:4 ვაპენსკი (03:16),13:4 იზდინსკი (02:53), 13:5 ვაპენსკი (01:45), 14:5 მარიონ-ვერნუ (05:36), 14:6 შუშიაშვილი (05:11), 15:6 ბლარი (04:54), 16:6 ბლარი (03:00), 17:6 კამარასა (01:03), 17:7 იელაჩა (00:44)

 

ზივზივაძე: “საქართველოს ნაკრებში თამაში დიდი პატივი და ოცნებაა”