კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“დინამო თბილისმა” ჩისკო მუნიოსი დაითხოვა. რა გახდა ესპანელი მწვრთნელის წასვლის მიზეზი?

Image source: Recorder

 

ესპანლმა მწვრთნელმა, ჩისკო მუნიოსმა თბილისის “დინამო” დატოვა. ეს ინფორმაცია გამოცემა Recorder-მა გაავრცელა.

წყაროს ინფორმაციით ესპანელი სპეციალისტის წასვლის მიზეზ გახდა ის, რომ ქართულმა კლუბმა მას პრო ლიცენზია მოსთხოვა, რომლის სწავლებასაც მწვრთნელი ამ დრომდე გადის და უცნობია, თუ როდის მიიღებს.

შეგახსენებთ, პრო ლიცენზიის არქონის გამო თბილისური გუნდის ოფიციალური მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფელის ვისენტე დაინიშნა. ჩისკოსთან კი 2+1 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ჩისკომ “დინამო თბილისი2019 წლის იანვარში ჩაიბარა და სამწლიანი პაუზის შემდეგ, გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას, თუმცა ვრცელდება ჭორები იმაზე, რომ შესაძლოა ეს პოსტი “ტორპედოს” თავკაცმა, კახა ჩხეტიანმა დაიკავსო.

 

წყარო – Recorder

ვარლამ ლიპარტელიანმა ცინდაოს მასტერსზე რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და ბრინჯაოს დაეუფლა