კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“დინამო სოხუმის” ცენტრში “Open Fun Football School”-ის სახალისო ვარჯიში გაიმართა (ფოტო)

"დინამო" სოხუმის ზემო ფონიჭალის საფეხბურთო ცენტრში, გაიმართა "Open Fun Football School" პროექტის სახალისო ვარჯიში

Image source: Dinamo sokhumi ფეისბუკ გვერდი

 

“დინამო სოხუმის” ზემო ფონიჭალის საფეხბურთო ცენტრში, გაიმართა “Open Fun Football School” საქართველოს ფარგლებში პროექტის სახალისო ვარჯიში, რომელსაც პროექტის ხელმძღვანელი მამუკა კვარაცხელია და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ლიდერი ნინო პასიკაშვილი უძღვებოდნენ.

პროექტის ფარგლებში გაიმართა სახალისო სავარჯიშოები, ხოლო მისი დასრულების შემდეგ, გუნდს საჩუქრად საფეხბურთო ინვენტარი გადაეცა.

“კლუბის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ “Open Fun Football School” -ს პროექტის ფარგლებში ყველა ადამიანს, ვინც დღეს, ჩვენი პატარა გოგონა ფეხბურთელები გაახარა და ამ მძიმე დროს გაუხალისა განწყობა!!!” , – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

 

წყარო – Dinamo sokhumi

 

 

 

 

 

რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გია ნიჟარაძე: “24 საათი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ არ დავგორდეთ უკან”