კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“დინამო ბათუმმა” პირველი ამხანაგური თამაში ჩაატარა და გამარჯვებასთან ახლოს იყო

Image source: Dinamo Batumi

 

„დინამო ბათუმი“ ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება და პირველი სპარინგ შეხვედრა ჩაატარა. გია გეგუჩაძის გუნდი კრაკოვის „ვისლას“ შეხვდა, რომელიც პოლონეთის ექსტრაკლასას ბინადარია.

თამაში დაძაბული გამოდგა და ბათუმელები მე-2 წუთზე ჯოვინო ფლამარიონის გოლით დაწინაურდნენ.

„დინამო“ კარგა ხანს იგებდა, მაგრამ 70-ე წუთზე ჰუბერტმა წონასწორობის აღდგენა მოახერხა. დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა და ამხანაგური შეხვედრა მეგობრული შედეგით დასრულდა.

„დინამო ბათუმი“ – „ვისლა“ 1:1

გოლები: 1:0 ჯოვინო (2), 1:1 ჰუბერტი (70)

 

 

მარიამ გიორგობიანი: “ჩვენ ეს ბრძოლა მოვიგეთ ყინულის მოედანზე, და კვლავაც მოვიგებთ, მოვიგებთ ჩვენი საქართველოსათვის”