კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“დილა” ამხანაგურ მატჩში თბილისის “ვიტ-ჯორჯიას” დაუზავდა

გორის დილამ ამხანაგური მატჩი გამართა

Image source: FC Dila Gori ფეისბუკ გვერდი

 

მიმდინარე სანაკრებო პაუზა გორის “დილამ” ამხანაგური მატჩისთვის გამოიყენა და თბილისის “ვიტ-ჯორჯიას” უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი მოვლენები პირველ ნახევარში განვითარდა.

მატჩში ანგარიში მიკოლა კოვტალიუკმა გახსნა, რასაც ირაკლი ბიძინაშვილის მიერ ზუსტად შესრულებული 11-მეტმეტრიანი მოჰყვა და დილა” 2 ბურთით დაწინაურდა, მიუხედავად ამ უპირატესობისა, ჩვენმა გუნდმა სამწუხაროდ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, ჯერ ფლანგიდან იერიშის შემდეგ თორნიკე მუზაშვილმა გაქვითა 1 ბურთი, ტაიმის ბოლოს კი ანდრო ნემსაძემ საჯარიმო დარტყმიდან ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრაში საბოლოო შედეგი – 2:2 დააფიქსირა.

სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, “დილა” ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მატჩს, საფეხბურთო კლუბ ,,თელავთან13 სექტმებრს გამართავს.

 

 

წყარო – fcdila.ge

 

 

 

 

 

თუ რატომ გადაიდო ბათუმის ახალი სტადიონის გახსნა