კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დიეგო სიმეონე: “არანაირი გამართლება არ გვაქვს”

დიეგო სიმეონე მატჩის შემდეგ კომენტარი

Image source: sports.yahoo.com

 

ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში “ლაიპციგთან” (1:2) წაგების შემდეგ მატჩი შეაფასა.

” მოედანზე ჩვენ 100%-ით დავიხარჯეთ. ორთაბრძოლების მოგება გაგვიჭირდა, ისინი უფრო სწრაფები იყვნენ. ვერ მოვახერხეთ ისეთი თამაში გვეთამაშა, რომელიც ჩვენ გვსურდა.

ძალიან მომეწონა “ლაიპციგის“დიდი ენთუზიაზმი. არანაირი გამართლება არ გვაქვს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და მეოთხედფინალამდეც მივაღწიეთ. ჩვენ სამართლიანად გავფრინდებით და უნდა მივულოცოთ მოწინააღმდეგეს დამსახურებულ გამარჯვებას” , – განაცხადა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “პსჟს“ გერმანული „ლაიპციგი“ შეუერთდა და ისინი ფინალისთვის ერთმანეთს შეხვდებიან.

 

 

წყარო – goal.com

 

 

 

“გენტი” – “კორტრეიკი”: მოხვდნენ თუ არა გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია გაფართოებულ შემადგენლობაში (ფოტო)