Image source: sportbible
ლიბერტადორეს თასის 1/8-ფინალის პირველ მატჩში არგენტინულმა “ბოკა ხუნიორსმა” ბრაზილიური “ინტერნასიონალი” 1:0 ანგარიშით დაამარცხა. მატჩის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მომენტი იყო, როდესაც სტუმართა არგენტინელმა კარლოს ტევესმა გატანილი გოლი არგენტინელი ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას ხსოვნას მიუძღვნა.
მატჩის დროს მესიმ წარმოაჩინა “ბოკა ხუნიორსის” 10 ნომრის მაისური, რომელსაც დიეგო მარადონა არგენტინულ კლუბში თამაშის პერიოდში ატარებდა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა, ესტებან ოსტოიხმა ტევეს ყვითელი ბარათი უჩვენა იმის გამო, რომ მან სათამაშო მაისური გაიხადა.
Carlos Tevez scored for Boca Juniors last night and paid tribute to Diego Maradona by wearing his Boca shirt from 1981.#DiegoEterno #Bocapic.twitter.com/hzCtDMAzs4
— Barry Anderson (@BarryAnderson_) December 3, 2020
შეგახსენებთ, რომ მარადონას საფეხბურთო კარიერის განმავლობაში უთამაშია “არგენტინიოს ხუნიორსში”, “ბოკა ხუნიორსში”, “ბარსელონაში”, “ნაპოლიში”, “სევილიაში” და “ნიუელს ოლდ ბოისში”. “ბოკა ხუნიორსში” სულ 3 სეზონი გაატარა, რა დროშიც 70 მატჩი ჩაატარა და 35 გოლი გაიტანა.
ვიდეობი
ფოტოები