კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

დიდი სენსაცია პრემიერლიგაში – “მანჩესტერმა” აუტსაიდერთან წააგო (ვიდეო)

მანჩესტერის სენსაციური მარცხი

Image source: Getty images

 

ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტურში დიდი სენსაცია დაფიქსირდა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სეზონის ყველაზე სუსტ გუნდს, „შეფილდ იუნაიტედს“ უმასპინძლა და წააგო.

ამ ტურამდე „შეფილდს“ 19 შეხვედრაში მხოლოდ 1 გამარჯვება და ჯამში 5 ქულა ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ „ოლდ ტრაფორდზე“ იმარჯვა, 48 წლის შემდეგ პირველად. „მანჩესტერმა“ კი 13-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა და ნოემბრის შემდეგ პირველად დამარცხდა.

„შეფილდმა“ პირველი ტაიმი ბრაიანის გოლით მოიგო, რასაც ჰარი მაგუაირმა მეორე ნახევრის შუაში უპასუხა, მაგრამ ბურკის გოლით სტუმრებმა გამარჯვება მაინც მოიპოვეს.

„მანჩესტერი“ ამ წაგების შემდეგ 40 ქულით მე-2 ადგილზე დარჩა, მაგრამ „მანჩესტერ სიტის“ შანსი აქვს, კონკურენტთან უპირატესობა გაზარდოს.

„მანჩესტერი“ – „შეფილდი“ 1:2

გოლები: 0:1 ბრაიანი (23), 1:1 მაგუაირი (64), 1:2 ბურკი (74)

 

 

 

წყარო – Premierleague

 

“ბარსელონას” ლიონელ მესი დაუბრუნდა და ესპანეთის თასის მეოთხედფინალში გავიდა (ვიდეო)