კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

დიდი სენსაცია გერმანიის თასზე – “ბაიერნი” ქვედა ლიგის გუნდმა დაამარცხა (ვიდეო)

ბაიერნი ქვედა ლიგის გუნდთან დამარცხდა

Image source: Getty images

 

გერმანიის თასზე დიდი სენსცია მოხდა. 1/16 ფინალში „ბაიერნი“ სტუმრად მე-2 ბუნდესლიგაში მოთამაშე „კილს“ დაუპირისპირდა, დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

„ბაიერნი“ ორჯერ იგებდა სერჟ გნაბრისა და ლეროი სანეს გოლებით იგებდა, მაგრამ ორივე შემთხვევაში „კილის“ ფეხბურთელებმა გათანაბრება მოახერხეს და თამაში დამატებით დროში გადავიდა, იქ კი გოლი არ გასულა.

გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, სადაც ერთადერთი შეცდომა „ბაიერნის“ ფეხბურთელმა მარკ როკამ დაუშვა და ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდი სენსაციურად გერმანიის თასიდან გავარდა.

„ბაიერნი“ გერმანიის თასის წინა გათამაშების გამარჯვებულია და ტიტულის დაცვას ნამდვილად ვეღარ მოახერხებს.

კილი“ – „ბაიერნი 2:2 პენ: 6:5

გოლები: 0:1 გნაბრი (14), 1:1 ბარელსი (37), 1:2 სანე (48), 2:2 ვალი (90)

მატჩის მიმოხილვა იხილეთ აქ.

 

წყარო – DFB Pokal

 

“ბარსელონამ” პენალტების სერიაში იმარჯვა და ფინალში ითამაშებს (ვიდეო)