კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დიბალა: “მეგობრები მეუბნებოდნენ ვერაფერ მიაღწევო, რადგანაც კლუბში და ნაკრებში საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით თამაშობ”

Image source: RedGol

 

იუვენტუსის” თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

“მეგობრები მეუბნებოდნენ – “ვერა ფერს ვერ მიაღწევ. ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ნაკრებში გყავს, მეორე კი კლუბში”. მე მათ ვპასუხობდი, რომ ცდებიან, რადგანაც საუკეთესოების გვერდით თამაში ჩემთვის უპირატესობაა. მათგან ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ. ვსაუბრობთ ფენომენებზე, რომლებიც ჩვენზე 1-2 საფეხურით მაღლა დგანან.

ორივესთან კარგი ურთიერთობა მაქვს. რონალდუსთან ვარჯიშის შემდეგ ხშირად ვრჩებით, ნაკრებზე ვსაუბრობთ, კლუბზე, ზოგჯერ არა მხოლოდ ფეხბურთზეც. მესისთანაც ურთიერთობები საკმაოდ კარგია, ერთად ჩაის მივირთმევთ, სხვა ბიჭებთან ვსაუბრობთ”, – განაცხადა დიბალამ.

წყარო – forzaitalianfootball.com

 

ქართველების “ანორთოსისმა” კვიპროსში “ეთნიკოსი” დაამარცხა. ქეცბაიას გუნდი წაუგებელ სერიას აგრძელებს