კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“დიახ, დერბი ჩვენია!” – გიორგი პაპუნაშვილის კომენტარი “აპოელთან” მატჩის შემდეგ

გიორგი პაპუნაშვილი

Image source: Giorgi Papunashvili Instagram

 

გიორგი პაპუნაშვილის “აპოლონი” კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში “აპოელს” უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა.

ქართველი ლეგიონერი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 66 წუთი გაატარა. მატჩის შემდეგ 25 წლის ქართველმა ვინგერმა სოციალურ ქსელში მატჩიდან სურათი გააზიარა და კომენტარი დაურთო:

“დიახ, დერბი ჩვენია! მნიშვნელოვანი გამარჯვება და ცხრილში ისევ პირველ ადგილზე ვართ.
ახლა კარგად უნდა მოვემზადოთ და ყურადღება მთლიანად მომდევნო თამაშზე გავამახვილოთ #ჩვენ ვართ აპოლონი”,
 – წერს პაპუნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუნაშვილი კვიპროსულ გუნდს 2021 წლის დასაწყისს ესპანური “სარაგოსადან” უფასო ტრანსფერით შეუერთდა და გუნდთან ერთად 4 მატჩის ჩატარება მოასწრო.

 

წყარო – Giorgi Papunashvili