კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დღის ტოპ – 5 მთავარი სატრანსფერო სიახლე

Зинедин Зидан (Фото - Getty Images)

Image source: Getty Images

 

წარმოგიდგენთ 28-ივლისის ტოპ – 5 მთავარ სატრანსფერო სიახლეს.

 

1.”მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ შესაძლოა კარიერა სერია ა-ში გააგრძელოს. ესპანური კლუბის წარმომადგენლები “ლაციოსთან” მოლაპარაკებებს აწარმოებენ. (As)

2. მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ტალანტი ტაკეფუსა კუბო შესაძლოა “აიაქსში” გადავიდეს. ამსტერდამის კლუბი დაინტერესებულია იაპონელი ნახემარმცველით და მისი იჯარით აყვანა სურს. შეგახსენებთ, რომ განვლილი სეზონი გუბომ “მალიორკაში” გაატარა.  (Voetbalflitsen)

3. “ზენიტის” მცველი ბრანისლავ ივანოვიჩი შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს. სერბი ფეხბურთელის გადაირებას “ევერტონი” და მისი მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი მოიაზრებენ.  (Vecernjih Novosti)

4. “რეალის” ფინანსები სულ უფრო და უფრო კლებულობს და ისინი აკადემიის ფეხბურთელების გაყიდვით აპირებენ ზარალის კომპენსირებას. ისეთი ფეხბურთელების გასხვისებით, როგორებიც არიან გარეტ ბეილი, ხამეს როდრიგესი და ბრაჰიმ დიასი, მადრიდელები დამატებით 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ. გუნდის მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი და კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი შეთანხმდნენ იმ აზრზე, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალი ფეხბურთელების ტრანსფერებში მილიონებს ვერ დახარჯავენ. (As)

5. “მანჩესტერ იუნაიტედი” ჯეკ გრილიშის სანაცვლოდ 75 მილიონი ფუნტის გადახდას არ აპირებს. “წითელი ეშმაკები” “ასტონ ვილას” კაპიტანის ტრანსფერით დაინტერესებულნი არიან, თუმცა ასეთი ფასი მათთვის მეტისმეტად მაღალია. (Metro)

 

ინგლისის პრემიერ ლიგამ დასრულებული სეზონის სიმბოლური ნაკრები წარმოადგინა ალან შირერის ვერსიით