კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დღეს ტატამზე სამი ქართველი ძიუდოისტი გამოვა

სამი ქართველი ძიუდოისტი დღეს იჭიდავებს

 

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამზე სამი ქართველი ძიუდოისტი გამოვა.

73კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს, ხოლო 81კგ-ში კი ახალგაზრდა ძიუდოისტები ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გამოვლენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე გუშინ ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა წარუმატებლად იასპარეზა.

წინასწარი შეხვედრები 13.00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი 19:00 საათზე, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

ლევან მაისაშვილი: “ახლა გაცილებით უკეთ ვართ მომზადებული და ამ კომპონენტში მეტოქეს არაფერს დავუთმობთ”