კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

დღეს, საფეხბურთო კლუბ “დინამო სოხუმის” დაბადების დღეა (ვიდეო)

დინამო სოხუმი 1925 წელს დაარსდა

Image source: Dinamo sokhumi ფეისბუკ გვერდი

 

დღეს, საფეხბურთო კლუბი “დინამო” სოხუმი 96 წლის გახდა. 1925 წლის 14 იანვარს დაარსდა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი კლუბი, სადაც არა ერთი გამორჩეული ფეხბურთელი თამაშობდა.

სოხუმის “დინამო” ათწლეულობის განმავლობაში, საბჭოთა საქართველოს ჩემპიონატში გამოდიოდა წარმატებით, სადაც ორჯერ – 1947 და 1948 წლებში, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ასევე ორჯერ – 1944 და 1948 წელს საქართველოს თასს დაეუფლა. 1936 წელს ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო 1955 წელს ბრინჯაოს პრიზიორი. 1947 წელს იყო საქართველოს თასის ფინალისტი. მოპოვებული აქვს არაერთი პრიზი, ხოლო 1989 წელს გახდა საბჭოთა კავშირის მეორე ლიგის მე-9 ზონის გამარჯვებული და აღზევდა პირველ ლიგაში. 1990 წლიდან კლუბმა არსებობა შეწყვიტა.

2012 წელს, კლუბი მამუკა ბიძინაშვილმა აღადგინა. 2016 წლიდან მას მამუკა ასათიანი შეუერთდა. კლუბმა, ბევრი რამ გაიარა ბოლო წლებში, განვითარების გზაზე, ბევრი დიდი ნაბიჯი გადადგა
უმნიშვნელოვანესი გახლდათ, 2020 წელს პირველი სასპონსორო ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს ეროვნულ ლატარიასთან, ხოლო გვირგვინი გახლდათ 2020 წელს ქალთა საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბება და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა. აგრეთვე, აკადემიის სტრუქტურის ჩამოყალიბება. პირველი, საქართველოს და ამიერკავკასიის ისტორიაში, ქალთა საფეხბურთო ცენტრების შექმნა და ასევე ვაჟთა აკადემიის ფორმირება.

 

წყარო – ს.კ დინამო სოხუმი