კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დღეს საქართველოს ნაკრებს 31 წელი შეუსრულდა

საქართველოს ნაკრებს 30 წელი შეუსრულდა

Image source: GFF

 

ამ დღეს, ზუსტად 31 წლის წინ საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში ლიეტუვის წინააღმდეგ პირველი მატჩი ჩაატარა.

1990 წლის 27 მაისს ეროვნულ სტადიონზე გამართული ამხანაგური შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, ჩვენი გუნდიდან გოლები – გია გურულმა და კახაბერ კაჭარავამ გაიტანეს.

ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: ბალაძე, კეტაშვილი, ცხადაძე, კუდინოვი, ფირცხალავა, ნადირაძე, ქეცბაია, ზ.რევიშვილი, ო.კორღალიძე, გურული, ფანცულაია; მწვრთნელი გივი ნოდია.

ეს იყო დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამართული ერთადერთი მატჩი.

 

 

 

 

ქართველების “რუბინში” კიდევ ერთი ფეხბურთელი დაინფიცირდა