კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დღეს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროშესარჩევის მატჩს უკრაინელ თანატოლებთან გამართავს

Image source: gff.ge

 

საქართველოს 17-წლამდე ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს უკრაინის ნაკრებთან გამართავს.

შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქაართველოს ნაკრები ევროშესარჩევი ჯგუფური ეტაპის მე-8 ჯგუფშია, სადაც ქართველების გარდა არიან ასევე ალბანეთის, პორტუგალიისა და უკრაინის ასაკობრივი გუნდები. უკრაინის 17-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ მატჩი ჩვენი ნაკრებისთვის პირველი იქნება. 16 ნოემბერს ჩვენი გუნდი სტუმრად პორტუგალიელებს დაუპირისპირდება, ხოლო ალბანეთთან მატჩი 19 ნოემბერს გაიმართება.

 

წყარო – uefa.com

“ტობოლმა” კანკავა და კვეკვესკირი ნაკრებში გააცილა