კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დღეს ოქსანა კალაშნიკოვა 125 ათასიანი ტურნირის მოგებას შეეცდება

Image source: Oksana Kalashnikova facebook

 

დღეს, 22 დეკემბერს, ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ფინალში იასპარეზებს.

29 წლის ჩოგბურთელმა 125 ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში მეწყვილესთან – რუს ეკატერინა ალექსანდროვასთან ერთად მე-2 რეიტინგის მქონე შვედურ-ჩეხურ დუეტს – კორნელია ლისტერი-რენატა ვორაცოვას 3 სეტში – 6:4, 3:6, 16:14 მოუგო.

გადამწყვეტ მატჩში ქართულ-რუსულ დუეტს ესპანელი გეორგინა გარსია პერესი/ სარა სორიბეს-ტორმოს წყვილი დაუპირისპირდება.

აღვნიშნოთ, რომ წყვილთა ტურნირის ჩემპიონები 4,839 ევროსა და 160 სარეიტინგო ქულას მიიღებენ.

წყარო – wtatennis.com

გიორგი მერებაშვილი პოლონეთის ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურ ნაკრებშია! (ფოტო)