კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დღეს ქართველი ლეგიონერების კლუბები ევროპა ლიგის შესარჩევი ეტაპის ფინალურ მატჩებს გამართავენ

დღეს უეფა-ს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური მატჩები გაიმართება, სადაც ოთხი ქართველი ლეგიონერის, ჯანო ანანიძის, ლაშა დვალის, გიორგი ქვილითაიასა და ვაკო გვილიას კლუბები გადამწყვეტ მატჩებს ჩაატარებენ.

  • 21:00 – ჯანო ანანიძის მოსკოვის “სპარტაკი” საკუთარ მოედანზე “ბრაგას” უმასპინძლებს. პორტუგალიაში გამართული პირველი შეხვედრა სტუმრების სასარგებლოდ 0-1 დასრულდა.
  • 22:00 – ლაშა დვალისფერენცვაროში” საკუთარ კედლებში ლიეტუას “სუდუვას” მიიღებს. გუნდებმა პირველ შეხვედრაში უგოლო ფრე დააფიქსირეს.
  • 22:00 – გიორგი ქვილითაიას “გენტი” ხორვატიაში “რიეკასთან” სტუმრად ითამაშებს. ბელგიაში გამართული შეხვედრა ქართველი თავდამსხმელის გუნდმა 1-2 მოიგო.
  • 22:45 – ვაკო გვილიას “ლეგია” გლაზგოში შოტლანდიურ “რეინჯერს” შეხვდება. პოლონეთში გამართული პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა.

ქართველი ლეგიონერები თავიანთი გუნდების განაცხადში არიან და მოახლოებული მატჩისთვის ემზადებიან.

დანიის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოს წინააღმდეგ მატჩში შესაძლოა “აინტრახტის” მეკარე ათამაშოს