კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დღეს ევრო-2020-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ყველა კალათა და ჯგუფი

Image source: uefa.com

 

დღეს, 30 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე ევრო-2020-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გიმართება. 24 გუნდი 6 ჯგუფად განაწილდება, თითოეულ ჯგუფში 4 გუნდი იქნება.

წილისყრის კალათები ასე გამოიყურებიან:

  • 1-ლი კალათა: ბელგია, იტალია, ინგლისი, გერმანია, ესპანეთი, უკრაინა
  • მე-2 კალათა: საფრანგეთი, პოლონეთი, შვეიცარია, ხორვატია, ნიდერლანდები, რუსეთი
  • მე-3 კალათა: პორტუგალია, თურქეთი, დანია, ავსტრია, შვედეთი, ჩეხეთი
  • მე-4 კალათა: უელსი, ფინეთი

პირველი კალათის გუნდები წინასწარ გამართული წილისყრის შედეგად შემდეგ ჯგუფებში განაწილდნენ:

  • A ჯგუფი – იტალია
  • B ჯგუფი – ბელგია, რუსეთი, დანია
  • C ჯგუფი – უკრაინა, ნიდერლანდები
  • D ჯგუფი – ინგლისი
  • E ჯგუფი – ესპანეთი
  • F ჯგუფი – გერმანია

პირველი კალათის გუნდების გარდა ცნობილია ასევე რამდენიმე სხვა ნაკრების ჯგუფები, რადგანაც ამ გუნდებმა წინასწარი წილისყრის შედეგად ჯგუფური ეტაპის 2 შეხვედრა თავიანთ ქვეყანაში უნდა ჩაატარონ.

ევრო-2020-ის ჯგუფური ეტაპის სხვა 4 ადგილი გათამაშდება ერთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე გასულ გუნდებს შორის, სადაც საქართველოს ნაკრები ისტორიული შანსის გამოყენებას შეეცდება.

წყარო – UEFA EURO 2020 

“რანდერსმა” საბა ლობჟანიძის შესაძლო შემცვლელი იპოვა