კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დღეიდან საქართველოს ღია ტიპის სტადიონებზე მაყურებელი ბრუნდება

საქართველოს თასის ფინალი თენგიზ ბურჯანაძზე გაიმართება

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან ღია ტიპის სტადიონებზე საერთო ტევადობის 33%-ის შესაბამისი გულშემატკივრის რაოდენობა დაიშვება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ უმაღლესი ლიგის მატჩებსა და საერთაშორისო შეხვედრებს შეეხება.

შესაბამისად, 20 ოქტომბერს დაგეგმილ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის მატჩებზე გულშემატკივარს შეზღუდული რაოდენობით დასწრება შეეძლება.

ასევე 21 ოქტომბერს გასამართი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და ფინეთის ქალთა ნაკრებებს შორის, მაყურებლის თანდასწრებით “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალია.

მატჩებზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ (სწრაფი) ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

 

 

 

 

წყარო – gff.ge

 

გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი 17-წლამდელთა ნაკრები უნგრეთში 21 ფეხბურთელით ემზადება