კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დერბის წინ დედაქალაქური გუნდი განცხადებას ავრცელებს სამწვრთნელო შტაბთან დაკავშირებით

რიკარდო დე ვივო და ლაშა ჭაღიაშვილი სრულიად გამოჯანმრთელებულები დაuბრუნდნენ

Image source: FC Locomotive Tbilisi ფეისბუკ გვერდი

 

ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მატჩს თბილისის „ლოკომოტივი“ „საბურთალოსთან“ “მიხეილ მესხი 2”-ის მოედანზე დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გამართავს.

დაგეგმილი მატჩისთვის ინტენსიურად ემზადება.

“სრული შემადგენლობითაა ჩვენი სამწვრთნელო შტაბი. რიკარდო დე ვივო და ლაშა ჭაღიაშვილი სრულიად გამოჯანმრთელებულები დაგვიბრუნდნენ“, – წერია „ლოკომოტივის“ ფეისბუკის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 26 ოქტომბერს დაგეგმილი, ეროვნული ლიგის მე-13 ტურის დაპირისპირება თბილისის „ლოკომოტივსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის, 26 ნოემბერს გაიმართება.

ეროვნული ლიგის მე-15 ტურის დედაქალაქური დერბი 3 ნოემბერს 20:00 საათზე დაიწყება.

 

 

წყარო – FC Locomotive Tbilisi

 

 

 

 

თუ რატომ გადაიდო MLS-ში “სან ხოსე”-“ლოს-ანჯელესის” მატჩი, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს