კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“დერბი ქაუნთიმ” გიორგი ქინქლაძის “ლიდსის” კარში გატანილი გოლი გაიხსენა (ვიდეო)

დერბი ქაუნთის ყოფილი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე

Image source: Getty Images

 

ინგლისური “დერბი ქაუნთის” ტვიტერის გვერდზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი შემტევის გიორგი ქინქლაძის “ლიდსის” კარში გატანილი გოლი განათავსეს, წარწერით – „დღის მომენტი, გიორგი ქინქლაძისგან, 2000 წელი“.

2000 წლის 23 სექტემბერს ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურში “დერბი ქაუნთი” და “ლიდსი იუნაიტედს” დაუზავდა – 1:1.

შეხვედრის ანგარიში 0:1 იყო “ლიდსის” სასარგებლოდ 75′-ე წუთამდე. 73′-ე წუთზე ჯიმ სმიტმა მინდორზე ქართველი ფეხბურთელი გამოიყვანა და ზუსტად 2 წუთში ქინქლაძემ, მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.

 

შეგახსენებთ, რომ გიორგი 2000 წლის ზაფხულს ჰოლანდიურ “აიაქსიდან” გადავიდა ინგლისურ “დერბი ქაუნთიში“, სადაც 3 წელი გაატარა, რა დროშიც 93 შეხვედრა გამართა და 6 გოლის გატანა მოახერხა.

 

 

ცნობილი გახდა სანდრო ბაზაძის პირველი მეტოქის ვინაობა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე