Image source: Zira FC
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-14 ტურში დავით ვოლკოვის „ზირამ“ საკუთარ მოედანზე „გაბალა“ 2:0 დაამარცხა.
ქართველმა თავდამსხმელმა 90 წუთი ითამაშა და მატჩის ბოლო წუთზე გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში მეხუთედ შეძლო გოლის გატანა. ვოლკოვი გასულ სეზონში „გაბალას“ რიგებში თამაშობდა.
„ზირა“ აზერბაიჯანის ჩემპიონატში 23 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.
წყარო – Zira FC
ვიდეობი
ფოტოები