კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დავით ვოლკოვი დიდი ალბათობით “გაბალას” დატოვებს. რა ვარიანტები აქვს ქართველს?

Image source: QƏBƏLƏ FK

 

გაბალას” ქართველმა თავდამსხმელმა, დავით ვოლკოვმა შესაძლოა კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს. 24 წლის ფორვარდს კლუბთან კონტრაქტი ეწურება და კარიერის გაგრძელებისთვის მას რამდენიმე ვარიანტი აქვს.

Azerisport.com-ის ინფორმაციით ვოლკოვს აქვს შემოთავაზებები ბულგარული, ებრაული, ჩეხური და თურქული კლუბებიდან, თუმცა ის აზერბაიჯანში დარჩენას ამჯობინებს, სადაც კიდევ რამდენიმე კლუბიდან აქვს წინადადებები.

აზერბაიჯანული საიტის ცნობით ვოლკოვმა მოლაპარაკებები დაიწყო და დიდი ალბათობით ამ ზამთარს “ზირას” ფეხბურთელი გახდება. თუმცა, კონტრაქტი ჯერ გაფორმებული არ არის. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხელასაყრელი ვარიანტები ექნება სხვა კლუბებისგან.

წყარო – Azerisport.com

დავით ვოლკოვი ერთ წუთში დუბლის ავტორი გახდა და “გაბალა” თასის ნახევარფინალში გაიყვანა (ვიდეო)