კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დავით თაქთაქიშვილი: “მეორე წრიდან ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსირება 3 კამერით და კომენტატორით მოხდება”

დავით თაქთაქიშვილის განცხხადება

Image source: fcdinamosokhumi.ge

 

“დინამო სოხუმი” განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია, რაც მიზნად ისახავს იმას, რომ 5 წლის თავზე, “დინამო სოხუმი” იყოს გამართული სტრუქტურის მქონე საფეხბურთო კლუბი -თანაბრად ძლიერი როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა მიმართულებით.

“ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან, რათა დავაინტერესოთ ჩვენი პროექტებით და მიმართულებებით. მინდა გითხრათ, რომ წინსვლა მართლაც არის. კლუბი რთულად, მაგრამ წინ მიდის.

ჩვენი პროექტის მიხედვით უმნიშვნელოვანესია განათლებული მწვრთნელები! ეს გახლავთ ქვაკუთხედი წარმატებისა, ამიტომ ჩვენი ძირითადი რესურსები 2021 წელს, მიმართული იქნება მწვრთნელთა განათლებისკენ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. წარმატება, პირდაპირ პროპორციულია განათლებულ მწვრთნელებთან და სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჩვენს კლუბში ბევრი განათლებული მწვრთნელი მუშაობს.

აქვე მინდა გითხრათ, რომ პროექტის ფარგლებში, რათა უფრო თვალნათელი გახდეს კლუბის და ფეხბურთელების ინდივიდუალური პროგრესი, კლუბში ჩამოყალიბდა დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელსაც გამოცდილი მწვრთნელი და აკადემისს სპორტული დირექტორი ვასილ ჭეიშვილი ხემძღვანელობს, რომლის მეთოდოლია საქართველოში და მთლიანად ამიერ კავკასიაში უნიკალურია. მეთოდი მოიცავს გონებრივ ტესტირებას წელიწადში ორჯერ, რაც მოგვცემს სურათს, თუ აკადემის თუ ძირითადი გუნდის ფეხბურთელები როგორ ვითარდებიან. აგრეთვე დიგნოსტიკური მიმართულება გულისხმობს ყველა ვარჯიშის თუ თამაშის ანალიზს, ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ.

მიმაჩნია, რომ მთავარია სწორი ანალიზი შექმნილი პროცესების და სწორი დაგეგმარება ინდივიდის განვითარებისთვის, რადგან აკადემიის და ზოგადად კლუბის მიზანი უნდა იყოს ინდივიდის განვითარება.

სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ “დინამო სოხუმის” როგორც გოგონების, ასევე ვაჟების გუნდის ყველა საშინაო მატჩი იქნება პირდაპირ ეთერში. რაც ჯამში 19 მატჩს მოიცავს. ამის საშუალება მოგვცა კომპანია “არემჯიმ”, რომელიც ჩვენს კლუბს გვერდზე დაუდგა. ეს შეიძლება ვინმესთვის უბრალო ელემენტარული რამ იყოს, მაგრამ ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ჩვენ უფრო სრულყოფილად შევძლებთ ანალიზს მატჩებისას და შესაბამისად უფრო სრულყოფილად დავგეგმავთ ჩვენს სავარჯიშო პროცესს. აგრეთვე ვმუშაობთ იმ ფორმატზე, რომ მეორე წრიდან ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსილაცია მოვახდინოთ არა ერთი, არამედ 3 კამერით და კომენტატორით, შესაბამისი ინსტანტის პროგრამით, სტატისტიკის მოწოდებით გამეორებებით და ამასაც მალე მოვახერხებთ.

მე ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენ როდესაც იანვარში ვითხოვდით დახმარებას და ვიყავით უკიდურესი კრიზისის მომენტში, ბევრი ადამიანი დაგვეხმარა, კონკრეტული კომპანიები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, თბილისის საკრებულო, მერია, აფხაზეთის ა/რ მთავრობა და ასე შემდეგ და ჩვენ ამ თანხების სწორი გადანაწილება მოვახდინეთ და პრიორიტეტები სწორედ დავსახეთ. მჯერა, რომ ჩვენი პროგრამა კლუბს მოუტანს წინსვლას და ბევრ გამარჯვებას. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ გვიჭირდება გარკვეული ხასითის დახმარება და იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენი პროგრამის შესაბამისად, ბევრი კომპანია დაგვიდგება გვერდზე, რათა “დინამო სოხუმი” დავაბრუნოთ იმ დიდ რელსებზე, რასაც აფხაზური ფეხბურთის ფლაგმანი გუნდი ერქვა და საქართველოს ნაკრებისთვის არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელის აღზრდაა. ჩვენ ამას შევძლებთ ერთად.

კიდევ ერთხელ ვამბობ – ჩვენი მიზანია განვითარება და არა ერთწლიანი, არაფრის მომცემი გამარჯვება და ჩემპიონობა. ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზანი, გვაქვს ჩვენი ფილოსოფია. ჩვენი განვითარების პროგრამა, რაც აუცილებლად არის რეალური და სრულ თანხვედრაშია ჩვენი კლუბის ისტორიასთან და კულტურასთან. ჩვენი მიზანია აღვზარდოთ ფეხბურთელები, ტექნიკა-ტაქტიკურად, ფიზიკურად და რაღა თქმა უნდა მენტალურად სრულყოფილები.

მჯერა არაა შორს წარმატება, მაგრამ ეს წარმატება უნდა იყოს მიბმული მომავალ წარმატებებთან და არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი დღისთვის და ერთი სეზონისთვის” , – აცხადებს კლუბის გენერალური დირექტორი დავით თაქთაქიშვილი.

 

 

 

 

წყარო – fcdinamosokhumi.ge

 

 

 

 

 

 

 

ბელგიაში გიორგი მიქაუტაძე :ოქროს ბუცით” დაჯილდოვდა